24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

შშმ ბავშვები იცავენ ცხოველების უფლებებს

შშმ ბავშვები იცავენ ცხოველების უფლებებს

საზოგადოების ნაწილს ხშირად მცდარი წარმოდ­ გენა აქვს აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე, ეტლით მოსარგებლე ბავშვების შესაძლებლობების შესახებ. როგორც ყველა ბავშვი, ასევე შშმ ბავშვე­ ბიც არიან ნიჭიერები, არტისტულები, შეუძლიათ სხვისი დახმარება, სხვაზე ზრუნვა და საკუთარი თუ სხვისი უფლებების დაცვაც კი. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონ­ კურსში წარმოდგენილი ასოციაცია „ანიკას“ პროექტი − „შშმ ბავშვები იცავენ ცხოველების უფლებებს“ − დააფინანსა. პროექტი ითვალის­ წინებდა სპექტაკლის დადგმას შშმ ბავშვების მონაწილეობით ცხოველების უფლებების დაცვის თემაზე. პიესის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში შშმ ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლის − მაკა ნათელაურის − პიესამ „იპოვე ერთი განსხვავება“ გაიმარჯვა. დადგმაზე იმუშავეს რეჟისორებ­ მა – ზურაბ გეწაძემ და გიორგი ხოსიტაშვილმა. სპექტაკლის პრემიერა სახელმწიფო პანტომიმის თეატრში შედგა, წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლების ოვაციები და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. სპექტაკლი ინკლუზიური ხასიათის გახლდათ, მასში ჩართულები იყვნენ როგორც „ანიკას“ აღსაზრდელები, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეები. სცენაზე არ არსებობდა ზღვარი და ბარიერები ბავშვების შესაძლებლობებსა და ნიჭს შორის. სპექტაკლი კვლავ მრავალჯერ დაიდგმება სხვადასხვა სცენაზე.

Other Projects: