ჩვენ შესახებ

ფონდი “სიცოცხლის ხე” ახორციელებს პროექტებს საქართველოში განათლების, ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის. პრიორიტეტული მიმართულებებია:

– გარემოს დაცვა და განვითარება
– განათლების ხელშეწყობა
– მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა
– სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა
– საქველმოქმედო აქტივობების და ღონისძიებების დაფინანსება

ფონდის ისტორია

ფონდი “სიცოცხლის ხე” თავდაპირველად 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა. მისი თავდაპირველი დასახელებაც „კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი“ იყო.
ფონდის მხარდაჭერით, კონფლიქტის ზონაში აღდგა საგანმანათლებლო დაწესებულებები, განხორციელდა სარეაბილიტაციო პროექტები, გაიხსნა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი და განხორციელდა სამუშაოები დამწვარი ტყეების აღსადგენად.
2009 წლის დეკემბერში, ფონდს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ დაერქვა. ხოლო, 2010 წელს, მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
ფონდს „სიცოცხლის ხე“ 2014 წლიდან ჰქვია და ამ დროიდან, აგრძელებს სოციალური საკითხების აქტიურ მხარდაჭერას

ძირითადი ღირებულებები:

გულისხმიერება

გვჯერა, რომ სიკეთის უანგაროდ კეთება და სხვებზე ზრუნვა ადამიანური ბუნების ნაწილია. მეტი გულისხმიერებით, ერთად შევქმნით ქვეყნის უკეთეს მომავალს

გამჭვირვალობა

ფონდის საქმიანობა სრულიად გამჭირვილვალეა და ყველა აქტივობა, დონორი თუ ფინანსური ანგარიშგება მუდმივად საჯაროდ ხელმისაწვდომია.

პასუხისმგებლობა

ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ამიტომ, მუდმივად ღია ვართ ახალი იდეებისა და მიმართულების განსავითარებლად.

სოლიდარობა

გვჯერა, რომ მხოლოდ უერთიეერთთანამშრომლობითა და სოლიდარობით შევძლებთ უკეთესი გარემოს, საზოგადოებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას

შედეგზე ორიენტირება

გვჯერა, რომ მხოლოდ კონკრეტული, გაზომვადი შედეგებით შევძლებთ ქვეყნის განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანას, ამიტომ, მუდმივად ვავითარებთ თანამედროვე მიდგომებს სფეროს ექსპერტებთან ერთად

სიცოცხლის ხე, როგორც სიმბოლო

“სიცოცხლის ხის“ მისია საქართველოში განათლების, ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაა.

 

ფონდი გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქმნის შესაძლებლობებს ხარისხიანი განათლების მისაღებად, ხელს უწყობს ინოვაციურ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროექტებს, ეკოლოგიურ ინიციატივებს და მხარს უჭერს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას

რაზე ვზრუნავთ

ფონდი მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებს

განათლების ხელშეწყობა

განათლების მიმართულებით ფონდი „სიცოცხლის ხე“ რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. დაფინანსება ძირითადად სტუდენტებისათვის გამოიყოფა, რომლებიც საქართველოში, ამერიკასა და ბრიტანეთში, მაგისტრატურის საფეხურზე გეგმავენ სწავლას

განსაკუთრებული საჭიროებების უზრუნველყოფა

ფონდი „სიცოცხლის ხე“ პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სამეზობლოებისა და სოციალური საწარმოების დასაფინანსებლად. გრანტის სახით გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ინტეგრაციაზე მიმართულ პროექტებს ხმარდება.

გარემოს დაცვა

„სიცოცხლის ხის“ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს გარემოს დაცვა და განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნით, ფონდმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და სხვა დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად დაფინანსება გამოყო და სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტები განახორციელა.ს