საგრანტო კონკურსები

  • საგრანტო კონკურსები
  • საკონსულტაციო საათები

საქართველო ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კონკურსი დაფინანსდება!

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეექვსე საგრანტო კონკურსს აცხადებს და სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სოციალური საწარმოს პროექტებს დააფინანსებს.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, რაც წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.

პროექტის წარმატება სოციალური პრობლემების მოგვარების მასშტაბურობით განისაზღვრება. პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს ყველაფერს − სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმამდე, თუმცა ამის მიუხედავად, მთავარია, სოციალური საწარმო სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური წარმატების შერწყმის საუკეთესო მაგალითს ასახავდეს.

საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება განათლებას, სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები:
მონაწილეობის უფლება აქვთ:
- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
- საინიციატივო ჯგუფებს;

*კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს. თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.

პროექტის იდეა უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან, მდგრადი განვითარების გეგმას და არ უნდა ატარებდეს ერთჯერადი პროექტის სახეს;
საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი;
პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge

პროექტს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
• ბიუჯეტის ფორმა;
• აქტივობების კალენდარი (დროის გეგმა);
• პროექტის ხელმძღვანელების რეზიუმე (CV);
• მოგება-ზარალის უწყისი;
• საპრეზენტაციო ფორმა და
• სხვა დამატებითი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და „საქართველოს ბანკის ფონდი“ დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით.
გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება აუცილებელი პროცედურების გავლის შემდგომ.

ფონდი „სიცოცხლის ხე“ იტოვებს უფლებას:
• არ დააფინანსოს კონკურსში მონაწილე არცერთი პროექტი;
• აპლიკანტს მოსთხოვოს 10%-იანი თანადაფინანსება;
• შეწყვიტოს პროექტის დაფინანსება, თუ პროექტი არ ხორციელდება ჯეროვნად ან მიმდინარეობს დარღვევებით.

საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ სოციალური საწარმოს იდეები და არ გაიცემა შემდეგი სახის დაფინანსება:
კონფერენცია;
ტრენინგები;
ადვოკატირება;
ერთჯერადი ხასიათის აქტივობები.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2019 წლის 25 სექტემბერს და დასრულდება 10 დეკემბერს 18:00 სთ-ზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთო ჯამში 650 000 ლარით დაფინანსდა 15 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული 11 საწარმო უკვე ამოქმედდა და დარჩენილი 4 2019 წლის ბოლომდე გაიხსნება. საწარმოები განთავსებულია მთელს საქართველოში : ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ზესტაფონში, ბათუმსა და თბილისში.

შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: grants@tree.ge

გისურვებთ წარმატებას!

გმადლობთ, რომ ზრუნავთ!

დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 44 44 93 და ჩაეწერეთ საკონსულტაციო საათზე ფონდი