სიახლეები

15 ივნისი 2019

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშების ჩართულობით ინკლუზიური ღონისძიებაა გამართა

საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური  საკონცერტო და გასართობი პროგრამა. დაიგეგმა სხვადასხვა სახის აქტივობა − სახის მოხატვა, ძერწვა, ფერადი ცარცებით ასფალტზე ხატვა, საპნის ბუშტები, თოჯინების თეატრი და კონცერტი.   საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებისთვის კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე ეჩუქებინა. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და  საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა.