სიახლეები

03 სექტემბერი 2019

ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ჩივნინგის სტიპენდიანტების გაცილება გაიმართა

3 სექტემბერს, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ჩივნინგის სტიპენდიანტების გაცილება და ბრიტანული პროგრამების კურსდთამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა.  უკვე ექვსი წელია, რაც “საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩივნინგის პროგრამას აფინანსებს და სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის საშუალებას აძლევს.  საქართველოს ბანკის დაფინანსებით 2013 წლიდან ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 13 სტუდენტმა მიიღო განათლება დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. წელს კიდევ 3 სტიპენდიანტი მიემგზავრება სასწავლებლად. „ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ, მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება, რათა მიაღწიონ მათი პოტენციალის მაქსიმუმს. მინდა, საქართველოს ბანკის სახელით წარმატება ვუსურვო თითოეულ სტიპენდიანტს. ვიმედოვნებ, ბრიტანეთში მიღებულ განათლებას ისინი ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას მოახმარენ“. - მიმართა არჩილ გაჩეჩილაძემ ბრიტანეთის საელჩოში მიწვეულ სტუდენტებს.  ჩივნინგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას − ისწავლონ დიდი ბრიტანეთში. ეს პროგრამა გულისხმობს მსოფლიოს 118 ქვეყნაში მცხოვრები სტუდენტების ერთწლიან სამაგისტრო კურსზე დიდ ბრიტანეთში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.