სიცოცხლის ხის ფონდის დაფინანსებით იდეათეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
სიცოცხლის ხის ფონდის რიგით 24-ე იდეათეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რაც შესაძლებლობას აძლევს სკოლის 1700-ზე მეტ მოსწავლეს, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეში. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის იდეათეკა აღჭურვილია 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მოსწავლეებს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. სიცოცხლის ხის ფონდის იდეათეკები უკვე საქართველოს 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს. ინფორმაციისთვის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში იდეათეკა პარტნიორებთან - სულაკაურის გამომცემლობასთან და ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესთან თანამშრომლობით გაიხსნა.