ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდ ‘სიცოცხლის ხის” პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში სპეციალური საქანელები დამზადდა ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის და ისინი თბილისის ზოოპარკში, ვაკის პარკში, მთაწმინდის პარკში, ქუთაისში, ურეკსა და ბათუმში განთავსდა. პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. ანალოგიური საქანელა დიდუბეში ეტლით მოსარგებლე ბავშვებისათვის ჩამოხსნილი იქნა, მოტივაციით, რომ მათთან არ არიან ეტლით მოსარგებლეები და რა საჭიროა საქანელის დადგმაო. ქუთაისში მოსახლეობამ რამდენჯერმე გაანადგურა საქანელა. ბოლოს 6 ნასვამი ადამიანის მიერ იქნა გატეხილი. აღდგენილი სახით ის დაცულ ტერიტორიაზე გადაიტანეს.