ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
კავკასიაში არ არსებობდა ფილმების ტიფლოკომენტარით ადაპტირება. შესაბამისად, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვების მშობლებს ანიმაციური ფილმების გახმოვანება თავად უხდებოდათ ხოლმე. ფონდმა ‘სიცოცხლის ხემ” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სპეციალური პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა აუდიოდესკრიფციული მეთოდით (ტიფლოკომენტარით) ანიმაციური ფილმების გახმოვანებას. პირველად საქართველოში ცნობილი ქართული ანიმაციური ფილმების ადაპტირება მოხდა და მთელი საქართველოს მასშტაბით უსინათლო ბავშვებსა და დღის ცენტრებს გადაეცათ. პროექტის განხორციელებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა აუდიოდესკრიფციული მეთოდით უსინათლოთა და მცირემხედველთა რეაბილიტაციას და მათ სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებაში.