ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის არ არსებობდა სპეციალური საგანმანათლებლო კლასი, რომელიც გათვლილი იქნებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ თბილისის 198-ე და მე-200 სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის სპეციალური კლასის მოდელი შექმნა. აღნიშნული მოდელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი დანერგვა დღეს სხვა სკოლებშიც არის შესაძლებელი. თუ პროექტის დაწყებამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მხოლოდ ერთ გაკვეთილს ესწრებოდნენ, აღნიშნულ კლასში მათ უკვე 5 გაკვეთილის განმავლობაში მეცადინეობა უადვილდებათ. პროექტის ფარგლებში გამოიცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო.