24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

განათლება და სოციალიზაცია ყველა ბავშვს

განათლება და სოციალიზაცია ყველა ბავშვს

ქალაქ თელავის საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ შესაბამისი რესურსოთახი. ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონ­ კურსში გაიმარჯვა არასამთავრობო ორგანიზაცი­ ის „სამოქალაქო ინიციატივა უკეთესი მომავლის­ ათვის“ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა. პროექტი გულისხმობდა ინკლუზიური განათლების ხელ­ შეწყობასა და სსსმ ბავშვებისთვის რესურსოთახის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 4 საჯარო სკოლის ნაცვლად, 5 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა რესურსოთახის მოწყობა, აღიჭურვა ადაპტირებული ავეჯით, შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით, განხორციელდა პედაგოგების გა­დამზადება, მშობლებთან მუშაობა და მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განსაზღვრა. რესურსოთახს ემსახურება სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი და მეტყველების თერაპევტი. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან უკვე 30 სსსმ ბავშვი სარგებლობს რესურსოთახებით, რაც მათს აკადემიურ მოსწრებაზე პოზიტიურად აისახა. სსსმ მოსწავლეებს უკვე სხვა თანატოლების მსგავსად აქვთ შესაბამისი პირობები იმისათვის, რათა თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით მიიღონ განათლება და იცხოვრონ უკეთეს გარემოში.

Other Projects: