ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩის საჯარო სკოლაში ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 4 მოსწავლე, მაგრამ მათთვის არ იყო შესაბამისი გარემო შექმნილი სკოლაში და განათლებას სახლში იღებდნენ. მოსწავლეთა და მასწავლებელთა კლუბმა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გადაწყვიტა 4 მოსწავლისთვის შეექმნათ ადაპტირებული, მათს საჭიროებებზე მორგებული გარემო სკოლაში, რათა შეძლებოდათ თანატოლებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. მეორე საგრანტო კონკურსში ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ დააფინანსა აღნიშნული პროექტი. პროექტის ფარგლებში გაკეთდა პანდუსი, განხორციელდა საკლასო ოთახის კეთილმოწყობა, სპეციალური ავეჯით, ტექნიკითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინვენტარით აღჭურვა, ჩატარდა ტრენინგები როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სახლში იზოლაციაში აღარ იმყოფებიან და მათთვის სკოლაში განათლების მიღება თანატოლების მსგავსად ხელმისაწვდომი გახდა. კლუბ „ვიზრუნოთ ერთმანეთის“ ინიციატივა გადამდები აღმოჩნდა, დაგეგმილზე ბევრად მასშტაბური შედეგი მოიტანა და დანერგილი მოდელის გადაღება წარმატებით ხორციელდება ბაღდათის რაიონის სხვა საჯარო სკოლებშიც.