24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

იზრუნე

იზრუნე

ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი შშმ ბავშვების ადრე­ულ განვითარებაზე ზრუნვა. თბილისში არსებობს ჩვილ ბავშვთა სახლი, რომლის ბენეფიციარებს განსაკუთრებით ესა­ ჭიროებათ ზრუნვა და მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა. მეორე საგრანტო კონკურსში ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ ერთი განსაკუთრებული პროექტი დააფინანსა, რომლის მიზანიც იყო ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვის გზით ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში 6-კაციანმა სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ − ადრეული განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი და ფიზიოთერაპევტი, განახორციელა ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები შშმ ბავშვების შეფასება, მათი განვითარებისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა, სამუშაო შეხვედრები ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლებისათვის, ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე შერჩეული, განმავითარებელი სათამაშოების შეძენა, ბავშვების ჩართვა ადრეული განვითარების პროგრამაში, რაც პოზიტიურად აისახა ბავშვების უნარების განვითარებასა და მათი რეაბილიტაციის პროცესზე.

Other Projects: