ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ შშმ ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა. ორგანიზაცია ,,მზის შვილების“ ბენეფიციარისთვის მოეწყო სპეციალური სივრცე, რომელიც აღიჭურვა ავეჯით, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათებლო და მხატვრული წიგნით, თვალსაჩინო მასალით და მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოებით. ორგანიზაცია ,,მზის შვილებში“ ირიცხებიან დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა, სადაც მეცდინეობა მიმდინარეობს სპეციალური სათამაშოების დახმარებით ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ინდივიდუალური სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე სასწავლო გარემოში სივრცის რეორგანიზაცია ადვილადაა შესაძლებელი. ასევე, მოწესრიგებულადაა განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადასხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად. „მზის სივრცეში“ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწობს 21 შშმ მოსწავლის განათლებას და სოციალურ ინტეგრაციას.