ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
„სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონკურსის ერთ–ერთი გამორჩეული პროექტი ასოციაცია “ანიკას” ეკუთვნოდა. პროექტი ითვალისწინებდა შშმ ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლის დადგმას ცხოველების უფლების დაცვის თემაზე. პიესის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მაკა ნათელაურის პიესამ, „იპოვეთ ერთი განსხვავება“ გაიმარჯვა. დადგმაზე რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ იმუშავა, რომელსაც ასევე ეხმარებოდა მეორე რეჟისორი გიორგი ხოსიტაშვილი. 2015 წლის 19 თებერვალს კი საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებმა და მოწვეულმა მეგობრებმა დიდ სცენაზე გააცოცხლეს პიესის გმირები.