ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდი „სიცოცხლის ხე“ აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებში. 3 მაისს კახეთში საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება “Wings for Life World Run”-ი გაიმართა. ფონდ „სიცოცხლის ხის“ გუნდმა მსოფლიოსთან ერთად 40-კაციანი შემადგენლობით ერთი მიზნისკენ ირბინა. მიზანს ფინიშის ხაზის გადაკვეთა არ წარმოადგენდა, ამ დღეს „სიცოცხლის ხის“ მოხალისეების მიერ მსოფლიოსთან ერთად გარბენილმა თითოეულმა მეტრმა ღონისძიების მთავარ იდეას მიგვაახლოვა − გაიზარდოს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების შესაძლებლობა.