ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდი „სიცოცხლის ხე“ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს და მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ფონდისა და ბანკის დახმარებით, მათთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმები. 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 30-მა სტუდენტმა მიიღო სრული გრანტი, ხოლო 51-ის სწავლის გადასახადის დასაფარად გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტი გაიცა. „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამა ფონდი „სიცოცხლის ხე“ და სს „საქართველოს ბანკი“ 2013 წლიდან შეუერთდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივას და აფინანსებს სტუდენტების „ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში“ (Chevening) მონაწილეობას. 2015 წელს 3-მა სტუდენტმა მიიღო სრული დაფინანსება და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამა 2015 წელს 2-მა ნიჭიერმა სტუდენტმა მოიპოვა „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობისათვის სრული დაფინანსება და მიეცა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო ამერიკაში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ხანის აკადემია ქართულად მსოფლიოში არაერთი საგანმანათლებლო პლატფორმა არსებობს, რომელიც უფასოდ აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება, მაგრამ ეს საგანმანათლებლო პლატფორმები საქართველოში მცხოვრები ინტერნეტის მომხმარებელი 190,000-მდე მოსწავლისთვის ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ დააფინანსა Educare Georgia-ს პროექტი − ხანის აკადემია ქართულად. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართველი მომხმარებლისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო პლატფორმა − ხანის აკადემიის ქართული ვერსია, რომლითაც 2015 წლის განმავლობაში 35,000-ზე მეტმა ქართველმა მომხმარებელმა ისარგებლა.