ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, თბილისში 11 ქუჩა დაადაპტირდა, სათამაშო მოედნებზე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა 5 ადაპტირებული საქანელა, მაგრამ შშმ პირებისთვის სარეკრეაციო ზონებში დროის კომფორტულად გატარებისთვის მოუგვარებელი რჩებოდა ადაპ ტირებული სველი წერტილების არარსებობის საკითხი. ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეორე საგრანტო კონკურსში „ახალგაზრდულმა კავშირმა თანაბარი უფლებებისათვის“ მოიპოვა დაფინანსება ადაპტირებული სველი წერტილების ასაშენებლად. სველი წერტილების აგება უნდა მომხდარიყო უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით. მშენებლობის ტერიტორიის არჩევა შშმ პირების მხრიდან არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა და 2015 წელს ერთი სველი წერტილი აშენდა კუს ტბის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე სველი წერტილის აშენება 2016 წელს განხორციელდება.