24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

სასკოლო ბიბლიოთეკა შშმ ბავშვებისთვის

სასკოლო ბიბლიოთეკა შშმ ბავშვებისთვის

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში“ ბიბლიოთეკა მოეწყო. „სიცოცხლის ხემ“ დააფინანსა ბიბლიოთეკის აღჭურვა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. ბიბლიოთეკას, ასევე, საჩუქრად გადასცა 300-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული და სასწავლო წიგნი, აუდიოჩანაწერები და საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო თვალსაჩინო მასალა. თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც ჯამში 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომი იქნება სკოლის, დღის ცენტრისა და საბავშო ბაღის ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ფონდმა „სიცოცხლის ხის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს შშმ ბავშვების განათლებაზე ზრუნვა წარმოადგენს, აღნიშნული პროექტიც ხელს შეუწყობს დღის ცენტრის, სკოლის და საბავშო ბაღის ბენეფიციარების განათლებას და განვითარებას.

Other Projects: