გარემოს დაცვა 7 Sep. 2025
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა

ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა

ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სწავლასთან ერთად ცხოვრების, ვიზის, გამგზავრების და ყველა სხვა საჭირო ხარჯიც უფინანსდებათ.

2025-2026 წლის ჩივნინგის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი უკვე გამოცხადდა, მონაწილეობის მისაღებად კი 5 ნოემბრის ჩათვლით ეს აპლიკაცია უნდა შეავსო. იმისთვის, რომ აპლიკაცია სრულყოფილად შეავსო და სტიპენდიის მოპოვების მეტი შანსი გქონდეს, შემდეგ საკითხებში გარკვევა დაგეხმარება:

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ბაკალავრის ხარისხი უკვე მოიპოვეს. თუ მაგისტრის ხარისხიც მოპოვებული გაქვს, კონკურსში მონაწილეობას მაინც შეძლებ. ამასთანავე, დამატებითი მოთხოვნაა, რომ მინიმუმ ორწლიანი (2800 საათი) სამუშაო გამოცდილება გქონდეს. კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებ, თუ უკვე სწავლობდი დიდ ბრიტანეთში ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია მოპოვებული გაქვს.

Other Projects: