24 Dec. 2017
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა წნორში საცხობის და საგანმანათლებლო სივრცის შექმნის თაობაზე.

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა წნორში საცხობის და საგანმანათლებლო სივრცის შექმნის თაობაზე.

საზოგადოებაში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველო ბანკის ფონდი სიცოცხლის ხის მიერ შეიქმნა ონლაიანპლატფორმა ნივთების უანგარო დონაციისა და საქველმოქმედო ფონდებში თანხის მარტივად და საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის. დონაციის ონლაინპლატფორმა – www.donate.ge – ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად იზრუნოს და გაიღოს ნივთები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ნივთების გადასაცემად მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს – donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებულ დროს მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ნივთებს. მოხალისე დონორებისგან შეგროვებული ნივთები გადაეცემა როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებულები და სოციალურად დაუცველი პირები. donate.ge-ს საშუალებით ნებისმიერ მსურველს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ფონდში ონლაინრეჟიმში გადარიცხოს თანხა. მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია ერთჯერადად ან ყოველთვიური საგადახდო დავალებით განახორციელოს თანხის დონაცია და ფონდის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელი გადარიცხავს, საკომისიოს დაქვითვის გარეშე. donate.ge ქველმოქმედების მსურველებს მარტივად ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს.

Other Projects: