ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ საჩხერის ყრუთა კავშირს გადასცა გრანტი სენსორული ოთახის მოსაწყობად. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის 18 ბენეფიციარის სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სენსორული ოთახი − აღიჭურვა ავეჯით, სპეციალური ინვენტარით, განმავითარებელი სათამაშოებითა და წიგნებით. შედეგად, შეიქმნა ცენტრის ბენეფიციარების მეცადინეობისთვის საჭირო გარემო, სადაც მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალისა და წვრილი და მსხვილი მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოების გამოყენებით, 18 მოსწავლეს განვითარების, წერითი უნარ-ჩვევების დახვეწისა და სენსორული ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცა.