24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

„სიცოცხლის ხის“ ელჩები

„სიცოცხლის ხის“ ელჩები

2015 წლის ბოლოს უკვე მეორედ ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებისათვის „სიცოცხლის ხის” ელჩების გამოსავლენად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ პირებს, ვისაც ჰქონდათ სურვილი განეხორციელებინათ მოხალისეობრივი პროექტი შშმ პირების მხარდასაჭერად. მსურველებს უნდა წარმოედგინათ იდეა, რომლის განხორციელებაც გააუმჯობესებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობდა მათს საზოგადოებაში ინტეგრაციას. კონკურსში 2-მა პროექტმა გაიმარჯვა და „სიცოცხლის ხის” ელჩები გახდნენ სოფიკო ბარაბაძე ზუგდიდიდან და მაია ყულიჯანიშვილი ახალციხიდან. სოფიკო ბარაბაძის პროექტი ითვალისწინებდა ზუგდიდში მცხოვრები 15 შშმ ბავშვისთვის აქტივობების განხორციელებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ასევე საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას 10 მოხალისის დახმარებით შშმ თემატიკაზე ცნობიერების ამაღლებისთვის. „სიცოცხლის ხის” ელჩის, მაია ყულიჯანიშვილის, გამარჯვებული პროექტი ახალციხის დღის ცენტრის, 10 ნიჭიერი ბენეფიციარის, ხელშეწყობას გულისხმობდა. პირველ ეტაპზე განხორციელდება ხელსაქმისთვის საჭირო მასალის შეძენა, შემდეგ კი დღის ცენტრის ბენეფიციარები ამ მასალით შექმნიან ხის ნაკეთობებს, თექისა და ფერწერულ ნამუშევრებს. პროექტი ნიჭიერი შშმ პირების ნამუშევრების გამოფენით დასრულდება 2016 წელს.

Other Projects: