24 Dec. 2016
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

სოციალური ტაქსი

სოციალური ტაქსი

შშმ პირებისათვის გადაულახავ პრობლემას წარ­ მოადგენდა თბილისში თავისუფალი გადაადგი­ ლება, არ იყო ადაპტირებული კერძო და საზო­ გადოებრივი ტრანსპორტი. მეორე საგრანტო კონკურსში ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ ასოციაცია „ქალი, ბავშვი და სოციუმის“ მნიშ­ ვნელოვანი პროექტი „სოციალური ტაქსი“ და­ აფინანსა. პროექტის ფარგლებში მოხდა ქარხნულად ადაპტირებული 1 ავტომობილის შეძენა და ასევე 1 ავტომობილის შეძენა და სტანდარტების შესაბამისად ადაპტირება. საქართველოში პირველად ამოქმედდა 2 სოციალური ტაქსი, რომელიც სრულყოფილად არის ადაპტირებული მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ პროექტის განხორციელებისა და სერვისის დანერგვის ეტაპზე სოციალური ტაქსი შშმ ბავშვებს ყოველგვარი ტარიფის გარეშე მოემსახურა. პროექტის დასრულების შემდეგ სოციალური ტაქსი გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც სოციალური საწარმო. სოციალური ტაქსის სერვისის დანერგვამ ხელი შეუწყო შშმ პირების სოციალურ აქტივობებში ჩართვას, სერვისზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ სახელმწიფოსა და საზოგადოებას დაანახა ადაპტირებული ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

Other Projects: