ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება ამერიკის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ არსებული სტერეოტიპები და მცდარი წარმოდგენა ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. ფონდი „სიცოცხლის ხე“ ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განათლების ხელშეწყობაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათთვის გარემოს კეთილმოწყობაზე, ამასთანავე ახორციელებს კამპანიებს შშმ პირთა თემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა ვის შეუძლია ისაუბროს აუტიზმზე უკეთესად, ვიდრე აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელს. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ გადაიღო ვიდეორგოლი, სადაც მშობლები საუბრობენ აუტიზმის შესახებ, თუ რა არის აუტიზმი მათთვის და როგორ დამოკიდებულებას ელოდებიან საზოგადოების მხრიდან. კამპანიამ აუტიზმის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანს მიაღწია. რგოლი ათასობით ადამიანმა ნახა, გააზიარა, გაიგო მეტი აუტიზმისა და იმის შესახებ, რომ „გყავდეს განსხავებული შვილი, ეს არ არის ტრაგედია“. 14 ივნისი − ზრუნვა გვაერთიანებს თანაბარი უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფონდმა ვიდეორგოლი გადაიღო. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა საქართველოში. რომ არა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, არაადაპტირებული გარემო და ბარიერები, ყველას თანაბარი შესაძლებლობები გვექნებოდა, ყველას გვჭირდება თანადგომა, კეთილგანწყობა და ზრუნვა − ზრუნვა გვაერთიანებს. ვიდეორგოლი 150,000 ადამიანზე მეტმა ნახა, გააზიარა და დაინახა, რომ შშმ პირი მხოლოდ მიმღები კი არ არის, არამედ, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, ზრუნვის, დახმარების, სითბოს გამცემიც შეიძლება იყოს.