დასრულებული პროექტი
პროექტის შესახებ
საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ სოციალური მეწარმეობის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა, 50 000 ლარით დაფინანსდა. ეკოლოგიასა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის 1 000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა. კერძოდ: აშენდა ადაპტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, აიგო დამხმარე შენობები - სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე. მოეწყო სპეციალური საკარვე ტერიტორია, რომელიც გათვლილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე. ბანაკი ადაპტირებულია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია. ბანაკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ღია ცის ქვეშ კონფერენციების, კინოჩვენებების, გამოფენების, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურ საწარმოში 5 პირი, მათ შორის, შშმ პირები დასაქმდებიან, საწარმოს შემოსავალი კი სოციალური მისიის განხორციელებას მოხმარდება. სიცოცხლის ხე სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად 386 917 ლარამდე საგრანტო დაფინანსება გამოყო.
ბოლო სიახლეები
ფოტო გალერეა
„ოჩოკემპი“ - ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მოწყობილი ეკობანაკი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისთვის