რაზე ვზრუნავთ

71 ისტორია
ყველას ნახვა
ბიჭი ეტლით, ადაპტირებულ საქანელაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

შშმ ბავშვების მხარდასაჭერად ფონდი „სიცოცხლის ხე“ მდგრად პროექტებს ახორციელებს. პროექტები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. ფონდი „სიცოცხლის ხე“ პერიოდულად საგრანტო კონკურსებს აცხადებს. გრანტის მიღება შშმ პირების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამეზობლოებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს შეეძლებათ. გრანტის სახით გამოყოფილი თანხები ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ინტეგრაციაზე მიმართულ პროექტებს ხმარდება.

განათლება

განათლების მიმართულებით ფონდი „სიცოცხლის ხე“ რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. დაფინანსების ძირითადი ნაწილი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გამოყოფას ემსახურება. ფონდი აფინანსებს ქართველ სტუდენტებს საქართველოში, ამერიკასა და ბრიტანეთში მაგისტრატურის გასავლელად.

36 ისტორია
ყველას ნახვა
24 ისტორია
ყველას ნახვა
პატარა ნაძვი

გარემოს დაცვა

„სიცოცხლის ხის“ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს გარემოს დაცვა წარმოადგენს. ამ მიზნით „სიცოცხლის ხემ“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდაჭერისათვის დაფინანსება გამოყო და სხვა გარემოს დაცვის პროექტები განახორციელა.